weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს – პრემიერი

16:19 სამშაბათი, 19 ოქტომბერი 2021

„ჩვენ გვაქვს მთელ რეგიონში კი არა, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, რომ 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენ წელს და უკვე საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ დაახლოებით 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს“,  – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერის თქმით, ეკონომიკური ზრდის გამო, მომავალ წელს მთავრობა უფრო მეტ პროექტს განახორციელებს, მეტად წაახალისებს სოფლის მეურნეობას და საშუალო და მცირე ბიზნესს.

„ზოგადად, ბიზნესთან გვექნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა იმისთვის, რომ საერთო სინერგია შევქმნათ და უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამაც გააკეთა. როგორც მან თქვა, „ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპით იზრდება“.

„მიმდინარეობს აღდგენა, აღდგენასაც გასცდა – ეს არის უკვე აბსოლუტური ზრდა“, – განაცხადა თურნავამ 18 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]