weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„სოკარი“ რეგიონებში ბიზნესისთვის გაზს 20 თეთრით აძვირებს

13:15 სამშაბათი, 02 ნოემბერი 2021

პირველი დეკემბრიდან, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის, კერძოდ, არასაყოფაცხოვრებო/კომერციული მომხმარებლებისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ფასი 1.15 ლარით განისაზღვრება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შენარჩუნებული იყო ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში.

„ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული“, – აცხადებენ „სოკარ ჯორჯია გაზში“.

მათივე ცნობით, პურის მწარმოებელი კომპანიებისთვის გაზის ფასი უცვლელი დარჩება.

აქამდე, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბურ მეტრზე 95 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით) იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]