weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართული ღვინის ექსპორტი 11%-ით გაიზარდა

14:27 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 83.8 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 194 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია. 11%-ით არის გაზრდილი ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულში არიან:

რუსეთი – ექსპორტირებულია 49 064 224 ბოთლი ღვინო

უკრაინა – 10 558 377 ბოთლი

პოლონეთი – 4 984 017 ბოთლი

ჩინეთი – 4 553 919 ბოთლი

ბელარუსი – 3 348 501 ბოთლი

„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 20% (4 984 017), ჩინეთი – 13% (4 553 919), აშშ - 10% (881 470), გერმანია - 6% (654 608), ლატვია – 4% (1 440 567), ლიეტუვა – 45% (837 096), იაპონია – 18% (159 262) და დიდი ბრიტანეთი – 72% (631 504).

ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 84% (296 992), შვედეთი – 65% (99 832), ჩეხეთი – 275% (139 560), ყაზახეთი – 30% (3 264 706), ისრაელი – 41% (368 899), აზერბაიჯანი – 8% (181 727), თურქეთი – 209% (93 330), უკრაინა – 21% (10 558 377), რუსეთი – 5% (49 064 224), მონღოლეთი – 174% (402 810), ბელარუსი – 17% (3 348 501)“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]