weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საჯარო სამსახურში ხელფასები დაახლოებით 10%-ით გაიზრდება – ხუციშვილი

18:23 ორშაბათი, 08 ნოემბერი 2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა დაახლოებით 10%-ის ოდენობით.

მთავრობამ პარლამენტში 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია წარადგინა.

„წარდგენილ ვარიანტში, საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია ყველა მიმართულებით, 10%-ის ოდენობით. მომდევნო წლის იანვრიდან ხელფასები გაეზრდება ჯარს, პოლიციას, მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე მანდატურებს, სოფლის ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ხელფასების ზრდა გათვალისწინებულია ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებული პირებისთვის.

გარდა ამისა, როგორც ფინანსთა მინისტრმა თქვა, საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა მონეტიზაციის ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 22 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება.

ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიის მიხედვით, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 25 ლარით გაიზრდება.

„გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და სოფლის ექიმების/ექთნების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, ასევე გათვალისწინებულია სახსრები მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან ეტაპობრივი გათანაბრებისთვის.

მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსება, მათ შორის, სპინალური ატროპიის მქონე ბავშვთა დახმარების, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვა, ასევე, გათვალისწინებულია ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსება. გაზრდილია რეფერალური მომსახურებისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება, ასევე სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ანაზღაურება“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]