weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

600 000 სოციალურად დაუცველი გვყავს, აქედან მინიმუმ 200 000 შრომისუნარიანია – ღარიბაშვილი

11:58 ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არსებული სოციალური პოლიტიკით უკმაყოფილოა და გაბედული გადაწყვეტილებების საჭიროებაზე საუბრობს. მისი თქმით, მთავრობამ ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა შეაგუა და შეაჩვია სიღარიბეს, უმუშევრობასა და უმოქმედობას.

„რეალურად, დღეს შრომისუნარანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, დაიწყოს ახალი სამუშაო იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს არის კატასტროფა, შემაშფოთებელი“, – განაცხადა ირაკლი რარიბაშვილმა.

მისი თქმით, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე კვირაში წარმოადგენს ახალ ხედვას, თუ როგორ უნდა შეიცვალოს „მანკიერი სისტემა ახალი გაჯანსაღებული სისტემით“.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი საქმის, სამუშაო ადგილების პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათი ათასობით თითეული ქალაქისთვის, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. ამაზე გვაქვს დაწყებული მუშაობა გუნდის წევრებთან ერთად, მთავრობის წევრებთან ერთად. მჯერა, უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის დატესტილი, გამოცდილი და დამტკიცებული არის, რომ ეს არის სწორი ხედვა.

ჩვენ მოქალაქეები შევაგუეთ, შევაჩვიეთ სიღარიბეს, უმოქმდობას და ამ მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას.

დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს, აქედან მინიმუმ 200 000, მეტი თუ არა არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომელიც, დღევანდელი სოციალური პოლიტიკის გამო, არ არის მოტივირებული სამუშაო ადგილის მოსაძებნად, დასაწყებად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს, ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს და მაცივარს, ქულები აკლდება და სოციალურ დახმარებას კარგავს.

„ამიტომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ, ერთი მხრივ, სულ მცირე ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, რომ მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამუშაო. მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება, ორი-სამი სამუშაო იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში, იყიდონ მაცივარიც, ტელევიზორიც, სახლებიც გაარემონტონ, სახლებიც იყიდონ და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა დიდი სურვილი მაქვს, რომ იანვრიდან უკვე დავიწყოთ ეს ახალი პროგრამა, რომელიც ვფიქრობ, შეცვლის მთლიანად რეალობას და რეალურად ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ, მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ პერსპექტივას, განცდას, რომ დასაქმდნენ რეალური შრომით, რეალური საქმით. შრომას უნდა მივაჩვიოთ ჩვენი მოქალაქეები. რა თქმა უნდა, მათ ყველას სურთ სამუშაო ადგილების შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო არ უქმნის მათ პირობებს, ეს არის მათთვის დამაბრკოლებელი პირობები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში პროფესიული სასწავლებლები ჩაერთვებიან და მოხდება „უამრავ სპეციალობაში“ მოქალაქეების გადამზადება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]