weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

აცრილ მოქალაქეებს ქვეყანაში ხმელეთით შემოსვლისას PCR-ის წარდგენა აღარ მოეთხოვებათ

14:25 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებულები და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოდიან, PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაქცინირებული პირი როცა ბრუნდება ქვეყანაში სახმელეთო გზით, მას ევალება PCR ტესტის ქონა. ეს ვალდებულება იხსნება. საჰაეროზე ისედაც მოხსნილი იყო PCR-ის ვალდებულება“, – აღნიშნა ღიბრაძემ.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კიდევ ორი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ, პირველი დეკემბრიდან რესტორნებს მოეხსნებათ მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა და კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება. აღნიშნულ დაწესებულებებში შესვლის მსურველებს „მწვანე სტატუსი“ უნდა ჰქონდეთ.

გიორგი ღიბრაძემ განმარტა, რომ „მწვანე სტატუსი“ ენიჭება ადამიანს იმ შემთხვევაში, თუ ის სრულად ვაქცინირებულია; გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, რომლის ლაბორატორიულად დადასტურების შემდეგ 14 დღეა გასული; გაკეთებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; გაკეთებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]