weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

1-ლი დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ

14:53 ოთხშაბათი, 24 ნოემბერი 2021

პირველი დეკემბრიდან რესტორნებს კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვა, რაც 23:00 საათამდე მუშაობას გულისხმობს, მოეხსნებათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

საბჭოს წარმომადგენლის, გიორგი ღიბრაძის განმარტებით, პირველი დეკემბრიდან ყველა რესტორანი ვალდებული იქნება, მომხმარებელი მიიღოს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში.

„მოიხსნება საათობრივი შეზღუდვა მუშაობაზე, ანუ რესტორნებს შეეძლებათ იმუშაონ რამდენ ხანსაც ჩათვლიან საჭიროდ“, – განაცხადა ღიბრაძემ.

რესტორნების გარდა, „მწვანე სტატუსი“ საჭირო იქნება ისეთ დაწესებულებებში შესასვლელად, როგორებიცაა: კაფეები, ბარები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპაცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტების საბაგირო გზები. 18 წლამდე ასაკის პირებს „მწვანე სტატუსის“ წარდგენის ვალდებულება არ აქვთ.

„მწვანე სტატუსი“ ენიჭება ადამიანს იმ შემთხვევაში, თუ ის სრულად ვაქცინირებულია; გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, რომლის ლაბორატორიულად დადასტურების შემდეგ 14 დღეა გასული; გაკეთებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი; გაკეთებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]