weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2022

საპარტნიორო ფონდის სრული განახლება და რეფორმირება მოხდება – თურნავა

19:09 ორშაბათი, 29 ნოემბერი 2021 hits 174

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სს „საპარტნიორო ფონდის“ რეფორმირება მოხდება, რის ფარგლებშიც მას „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა. როგორც თურნავა ამბობს, უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც მალე ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.

„საუბარია იმაზე, რომ პირველ რიგში შეიცვლება მენეჯმენტ-სტრუქტურები. იარსებებს დამოუკიდებელი პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო. დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, რაც ანაქრონიზმია და თანამედროვე რეალიებს აღარ შეესაბამება. მთავრობის წევრების ნაცვლად, დამოუკიდებელი, პროფესიული ბორდი იქნება. სტრატეგიული ფონდის მენეჯმენტს გარკვეულ პერიოდში დაევალება, რომ საპარტნიორო ფონდის ფინანსური აუდიტი და რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდეს“, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

თურნავას თქმით, მომზადდება ფონდის სხვადასხვა პრობლემური აქტივებისგან გათავისუფლების და მათი განკარგვის გეგმაც.

„პრაქტიკულად ამ სტრუქტურის სრული განახლება და რეფორმირება მოხდება. გადაწყვეტილება დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით უფრო სწორი და უპრიანია, იყოს მიღებული მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახავთ სრულ სურათს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

სს „საპარტნიორო ფონდი“ საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს შეიქმნა მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. „საპარტნიორო ფონდი“ ორი სახელმწიფო კომპანიის – „საქართველოს რკინიგზისა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ – წილების მფლობელია.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დრიექტორი დავით საგანელიძეა, რომელმაც 2020 წელს ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის ხელფასის სახით ჯამში 212 146 ლარი აიღო.

2013-2018 წლებში ნათია თურნავა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]