weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბაზრობებზე მოვაჭრეებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება გადავადდება

10:22 სამშაბათი, 30 ნოემბერი 2021

ბაზრობებზე მოვაჭრე ფიზიკური პირებისთვის სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება კიდევ ერთი წლით - 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილბებს პარლამენტი უახლოეს პერიოდში განიხილავს და მიიღებს.

სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ჯერ 2020 წლის 1 იანვრამდე, შემდეგ კი 2022 წლამდე იყო გადავადებული.

„საგადასახადო კოდექსში 2019 წლის 19 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად განისაზღვრა, რომ 2022 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელ ფიზიკურ პირ საქონლის მიწოდებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ეკისრებოდა.

აღნიშნულ ვადაში კანონის ამოქმედებისთვის საჭირო იყო გარკვეული მომზადება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, თუმცა, ქვეყანაში გლობალური პანდემიიდან გამომდინარე შექმნილმა მდგომარეობამ, აღნიშნული სამუშაოების ჩატარებისათვის მოითხოვა დამატებითი დრო და შესაბამისად აუცილებელი გახდა კანონის ამოქმედების ვადის 2023 წლის 1 იანვრამდე გადაწევა“, - აცხადებენ საკანონმდებლო ცვლილების ავტორები.

კანონპროექტის შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იქნება საქონლის მიწოდებისას გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი.

ამასთანავე, 2023 წლის 1 იანვარამდე გადავადდება ბაზრობის ორგანიზატორის სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული ჯარიმების მუხლი.

კანონპროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატები - დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ნინო წილოსანი, ისკო დასენი, ელგუჯა გოცირიძე და ბეჟან წაქაძე არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]