ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება კერძო სექტორის, ბიზნესის მხარდაჭერა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ის მხარე, რომელსაც აქვს შესაბამისი ხელშეკრულებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროებთან, მთავრობასთან, ისარგებლებენ დამატებით ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით. ასევე, მოხდება მოიჯარეების დამატებით ერთი წლით საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია პანდემიური ეფექტით, რომელიც, როგორც ქვეყანაში, ისე გლობალურად აქტუალური რჩება.