weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

საქართველოში ღვინის ახალი ბრენდი „მომღერალი ღვინო“  შეიქმნა

15:00 პარასკევი, 05 მაისი 2017

ანსამბლ „ქართული ხმების“ მიერ დაარსებულმა კომპანია „ქართველმა“ ახალი ქართული ბრენდი - „მომღერალი ღვინო“ შექმნა. ღვინის ბოთლის ეტიკეტზე დატანილი QR კოდის მეშვებობით, შესაძლებელია კომპანიის YOUTUBE არხზე გადასვლა, სადაც ქართული კულტურისა და ტრადიციების ამსახველი ვიდეორგოლებია განთავსებული.

„მომღერალი ღვინის“ შექმნის იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა. პროექტის მიზანი ქართული ღვინისა და სიმღერის გაერთიანება იყო.

„ღვინის ბოთლებზე ქართველი მომღერლების გამოსახულებებია დატანილი. პირველ ბოთლზე გამოსახულია ქართველი ბანი, გივი ბაკურაძე და ღვინოს ჰქვია „მუკუზანი“. მეორე ბოთლი არის ქართველი ტენორი, მეორე ხმა ზურაბ ბაკურაძე. ღვინოს ჰქვია „წინანდალი“. მესამე ბოთლზე კი გამოსახულია თავით კიკაბიძე, ღვინო - „ქინძმარაული“. მობილური ტელეფონის მეშვეობით, რომელსაც აქვს კოდის წამკითხველი, ეტიკეტზე გამოსახული QR კოდის წაკითხვა ხდება. კოდის დასკანირებისთანავე ტელეფონი YOUTUBE არხზე გადადის. ჩვენ უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას რომ „მომღერალი ღვინო 2017 წელსვე გაიყიდოს 17 ქვეყანაში“, - განაცხადეს კომპანია „ქართველის“ წარმომადგენელებმა „მომღერალი ღვინის“ პრეზენტაციაზე.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პრემიერმა კომპანია „ქართველს“ წარმატებები უსურვა.

კომპანია „ქართველის“ მიზანი მივიწყებული ქართული საღვინე ჯიშის ვაზის აღდგენა და ტრადიციული მეთოდებით ღვინის წარმოებაა. გარდა ამისა, იგეგმება ფონდ „ქართველის“ შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მივიწყებული ქართული სიმღერების აღორძინებას და ახალი კომპოზიციების შექმნას.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]