„2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 260 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 300 ლარის ოდენობით. მაღალმთიან დასახლებებში 70 წლამდე პირთა ასაკის პირთათვის პენსია შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია. ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22-ლარიანი და 44-ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
დღეს 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 240 ლარს შეადგენს, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის – 275 ლარს. მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები სახელმწიფო პენსიაზე დანამატს (+20%) იღებენ. შესაბამისად, დღეს მთაში პენსია 288 ლარია, 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერთათვის კი 330 ლარს შეადგენს.