weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2022

საქართველოდან ექსპორტზე 69.8 მილიონი დოლარის თხილი გავიდა 

18:12 სამშაბათი, 07 დეკემბერი 2021 hits 222

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 5 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოდან 15.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 69.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ათეული ასე გამოყურება:

  • იტალია – 6135 ტონა
  • გერმანია – 2904 ტონა
  • სომხეთი – 964 ტონა
  • ჩინეთი – 780 ტონა
  • ესპანეთი – 446 ტონა
  • ჩეხეთი – 445 ტონა 
  • პოლონეთი – 337 ტონა
  • რუსეთი – 337 ტონა
  • ლიეტუვა – 284 ტონა
  • უკრაინა – 256 ტონა 

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ექსპორტირებული თხილის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.6 ათასი ტონით (31%-ით), ხოლო ღირებულება 7.3 მილიონი აშშ დოლარით (12%-ით) გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]