სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით არის გაზრდილი, მიღებული შემოსავალი კი 222 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის მონაცემზე 4%-ით მეტია.
„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 29% (5 908 393 ბოთლი), ჩინეთი – 26% (5 469 450), აშშ – 12% (971 714), გერმანია – 13% (751 810), ლატვია – 10% (1 634 827), ლიეტუვა – 44% (960 928), იაპონია – 12% (189 844) და დიდი ბრიტანეთი – 76% (702 640)“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულში რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი მოხვდნენ:
- რუსეთი – ექსპორტირებულია 55 867 692 ბოთლი ღვინო (ზრდა 6%);
- უკრაინა – 11 667 525 ბოთლი (ზრდა 11%)
- პოლონეთი – 5 908 393 ბოთლი (ზრდა 29%)
- ჩინეთი – 5 469 450 ბოთლი (ზრდა 26%)
- ბელარუსი – 4 454 009 ბოთლი (ზრდა 26%)
„ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 91% (317 692 ბოთლი), შვედეთი – 97% (119 494), ჩეხეთი – 259% (141 432), საფრანგეთი – 6% (84 028), ისრაელი – 62% (422 839), ყაზახეთი – 38% (3 775 978), აზერბაიჯანი – 21% (209 987), თურქეთი – 209% (93 330), მონღოლეთი – 174% (402810)“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოშო.
საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა.