weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნოემბერში საარსებო მინიმუმმა 224 ლარი შეადგინა 

12:27 ოთხშაბათი, 15 დეკემბერი 2021

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 223.7 ლარი შეადგინა, რაც წინა წელს იმავე თვეში არსებულ საარსებო მინიმუმთან შედარებით 34.2 ლარით მეტია.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 198.1 ლარს შეადგენდა. 2020 წლის იმავე თვეში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 30.2 ლარით ნაკლები იყო და 167.9 ლარს უდრიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

საარსებო მინიმუმი სოციალური ორიენტირია, რომელიც ხელფასების, პენსიების, სტიპენდიების, შემწეობებისა და სხვა სოციალური გასაცემლების მინიმალური ოდენობის განსაზღვრისათვის გამოიყენება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]