weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საშუალო თვიური ხელფასი 10.4%-ით გაიზარდა და 1368.5 ლარი გახდა

12:36 ხუთშაბათი, 16 დეკემბერი 2021

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.4%-ით (129 ლარით) გაიზარდა და 1368.5 ლარი შეადგინა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2234.9 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 10.4%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2193.7 (გაიზარდა 2%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 003.6 ლარი (გაიზარდა 4.9%-ით);
  • მშენებლობა – 2003.1 ლარი (გაიზარდა 6.8%ით).

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, მესამე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1106.4 ლარით, ხოლო კაცების - 1612.1 ლარით განისაზღვრა. 

„ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 128.2 ლარი (13.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 139.6 ლარი (9.5%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მესამე კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 149.7 ლარით (11.5%) გაიზარდა და 1455.5 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2336.2 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 60.4%-ით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2265 ლარი, გაიზარდა 3.5%-ით) დარგებში ფიქსირდება.

მესამე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 89.1 ლარით (7.9%) გაიზარდა და 1219.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]