weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ევროკავშირი საქართველოში სოფლების ინტერნეტიზაციას 34 მლნ ევროთი დააფინანსებს

14:53 ხუთშაბათი, 16 დეკემბერი 2021
ფოტოზე - ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი ფოტოზე - ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოს სოფლების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით დაფარვისთვის 34 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს. ევროპულმა ბანკმა ამის შესახებ ინფორმაცია ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გაავრცელა.

ევროპის საინვესტიციო ბანკის ცნობით, ინვესტიციის შედეგად, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი სოფლად და ცენტრისგან დაშორებულ ადგილებში მცხოვრები დაახლოებით 500 000 ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

„სესხი დააფინანსებს 5000 კილომეტრი სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას და ქართული ტელეკომ-ოპერატორებისთვის ინტერნეტის ინფრასტრუქტურაზე ღია წვდომას უზრუნველყოფს. ინვესტიცია გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და გაზრდის კრიზისისადმი საქართველოს მედეგობას“, – ნათქვამია ევროპის საინვესტიციო ბანკის განცხადებაში. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა, ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ჯამში 171 მილიონი ევროს ღირებულების საინვესტიციო პაკეტს მოაწერა ხელი. ეს მოიცავს, როგორც ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხებს, ისე ევროკავშირის გრანტებს საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის. 

ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის აღდგენის, მდგრადობის და რეფორმების დღის წესრიგის საფუძველს წარმოადგენს. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმის შესასრულებლად ევროკავშირის ბიუჯეტიდან გრანტების, შერეული დაფინანსების და გარანტიების სახით 2.3 მილიარდი ევრო გამოიყოფა. თანხა სამუშაო ადგილების შექმნას, განვითარებას, კავშირების გამყარებას და მწვანე და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერას მოხმარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]