weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 6.6 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

13:39 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 6.6 ათასი ტონა ყურძენი. აქედან 2 ათას ტონამდე რქაწითელი, 3 ათას ტონამდე საფერავი, 461 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 4.9 მილიონი ლარია მიღებული. 

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 98 ღვინის კომპანია. მათგან 34 ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 1.3 ათას ტონას მიაღწია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 2.8 ათასი ტონა, თელავი - 1.6 ათასი ტონა, სიღნაღი - 930 ტონა, გურჯაანი - 465 ტონა, დედოფლისწყარო - 540 ტონა, ახმეტა - 187 ტონა, საგარეჯო - 35 ტონა და ლაგოდეხი - 13 ტონა.

კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კილოგრამ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]