weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თურნავას ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი „ესკოს“ დირექტორად დაინიშნა

15:16 ორშაბათი, 27 დეკემბერი 2021

ეკონომიკისა მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის(ესკო) გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ესკოს“ აქციების 100%-ს სახელმწიფო ფლობს.

ახალი ხელმძღვანელი საწარმოს თანამშრომლებს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ წარუდგინა. თურნავას განცხადებით, 2022 წელი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიცაა „ესკო“. 

კომპანიამ უნდა შეასრულოს დამაბალანსებელი როლი ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარს და იმ მომხმარებელს შორის, როგორიცაა მოსახლეობა, მცირე ბიზნესი, რომლებსაც ელექტროენერგიის რეგულირებადი ტარიფით მიეწოდებათ. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქციაა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება „ესკოს“ ხელმძღვანელად დაგვენიშნა განსაკუთრებით გამოცდილი კადრი, მინისტრის ყოფილი მოადგილე და ენერგეტიკის სექტორის კურატორი დავით თვალაბეიშვილი. ის ეფექტურად ახორციელებდა ენერგეტიკის კოორდინაციას და ყველაზე მეტად იცის, რა გამოწვევების წინაშე დადგება სექტორი მომავალში. „ესკოს“ გაძლიერებული გუნდი შეასრულებს იმ ამოცანებს, რასაც ითვალისწინებს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი რეფორმირება და ევროპული ტიპის ენერგეტიკული ბაზრისადმი მისი დაახლოება“, – განაცხადა მინისტრმა. 

დავით თვალაბეიშვილს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტი 2019 წლის მაისიდან 2021 წლის 25 დეკემბრამდე ეკავა და ენერგეტიკის სექტორს კურირებდა. რაც შეეხება „ესკოს“, მისი გენერალური იდრექტორი ზაზა დვალიშვილი იყო, რომელიც დღეიდან თვალაბეიშვილის პირველი მოადგილის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]