weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა

13:53 ორშაბათი, 03 იანვარი 2022

2021 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9% შეადგინა. 

საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.6%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.01% პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: 

  • ზეთი და ცხიმი - 24.5%
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 20.7%
  • პური და პურპროდუქტები - 20.2%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 19.8%
  •  თევზეული 16.5%
  • რძე, ყველი და კვერცხი 15.3%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 13.5%
  • ხილი და ყურძენი 10.5%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.2%
  • ყავა, ჩაი და კაკაო 6.1%

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17.3%-ით, რაც 2.24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე - 24.9%.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 43.5%-იანი მატება, რაც 3.64 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 64.7%; ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 64.4%; საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება 8%. ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე -3.1%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]