weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღვინის ექსპორტი 61 %-ით გაიზარდა

15:45 ოთხშაბათი, 06 სექტემბერი 2017

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45.3 მილიონი  ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 100.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

„ღვინის ექსპორტმა 8 თვის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მოიმატა, 55%-ით გაიზარდა ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის კოორდინირებული საქმიანობისა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტიობების შედეგია“ - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი –  51% (5098091), რუსეთი - 94% (28 493 063), უკრაინა – 42%(4 334 970), პოლონეთი – 19% (1 622 872), ლატვია – 25% (963 266), ბელარუსი – 35% (904 070), აშშ – 67% (286 496), გერმანია – 39% (256 672), ისრაელი – 232% (139 994), საფრანგეთი – 378% (95 530), აზერბაიჯანი – 170% (10 2342) და სხვა. 

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულშია რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი. ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს ღვინო „ქინძმარაული“ – 7 752 470 ბოთლი, შემდეგ მოდის „მუკუზანი“ – 2 478 937, „წინანდალი“ – 1 959 406, „ახაშენი“ – 861 185, „ხვანჭკარა“ – 451 034, „ტვიში“ – 172 358, „ნაფარეული“ – 121  986.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 9 758 746 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 103%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 21,85 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  98%-ს აღწევს.

საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 132 746 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 153% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები  367 757 აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 85%-ს მიაღწია.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 165,34 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 52% შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]