weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გასულ წელს 1 721 242 საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, ყველაზე მეტი თურქეთიდან იყო

14:13 ხუთშაბათი, 13 იანვარი 2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებმა ჯამში 1 721 242 ვიზიტი განახორციელეს, საიდანაც 1 577 463 ტურისტული ვიზიტი იყო (საქართველოში ღამე გაათიეს), ხოლო 143 779 არატურისტული (საქართველოში ღამე არ გაუთევიათ). 

პანდემიის დაწყებამდე, 2019 წელს საქართველოში 5 080 478 ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის მონაცემთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების მხოლოდ 31%-ია აღდგენილი.

2021 წელს საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი თურქეთიდან ესტუმრა – მათი რაოდენობა 326 494 იყო. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით ტოპ 15 ქვეყნის რეიტინგი ასე გამოიყურება: 

  • თურქეთი – 326 494 (კლება წინა წელთან - 2.7%)
  • რუსეთი – 212 979 (მატება წინა წელთან 2%)
  • სომხეთი – 164 698 (კლება წინა წელთან -37%)
  • საქართველო (არარეზიდენტი) – 151 559 (მატება წინა წელთან 8%)
  • უკრაინა – 144 901 (მატება წინა წელთან 242%)
  • ისრაელი – 100 686 (მატება წინა წელთან 291%)
  • აზერბაიჯანი – 82,718 (კლება წინა წელთან -72%)
  • ყაზახეთი – 66 787 (მატება წინა წელთან 385%)
  • საუდის არაბეთი – 63 437 (მატება წინა წელთან 1179%)
  • ბელარუსი – 53 698 (მატება წინა წელთან 275%)
  • უზბეკეთი – 36 384 (მატება წინა წელთან 153%)
  • პოლონეთი – 30 988 (მატება წინა წელთან 190%)
  • ინდოეთი – 24 992 (მატება წინა წელთან 199%)
  • გერმანია – 21 194 (მატება წინა წელთან 127%)
  • აშშ – 19 470 (მატება წინა წელთან 164%)

საერთაშორისო ვიზიტების 51% საჰაერო გზით განხორციელდა, 48% კი სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთის შედეგად. 

საერთაშორისო ვიზიტორების 51% 31-დან 50 წლამდე ასაკის იყო, 25% 51-დან 70 წლამდე, ხოლო 22% – 15-დან 30 წლამდე. 

საერთაშორისო ვიზიტორების 69%-ს კაცები შეადგენდნენ. 

2021 წელს საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1 244 941 717 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2019 წელთან შედარებით 2021 წელს აღდგენილია შემოსავლების 38%. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]