weather cur horoscope tv
მაისი 23, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

ელექტროენერგიის ტარიფების სუბსიდირება უფრო მიზნობრივი გახდა – თურნავა 

14:38 ორშაბათი, 17 იანვარი 2022

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფიზე სუბსიდია 200 კილოვატ-საათის მოხმარებას შეეხება. სუბსიდიას მიიღებენ ის სოციალურად დაუცველები, რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია.

„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ წელს, იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, ვისაც აქვს 150 000 და ნაკლები ქულა, დაუსუბსიდირდება ელექტროენერგიის ტარიფის ნამატი. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლის დეკემბერში მოხდა ელექტროენერგიის ტარიფის გარკვეული მატება სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე. 2020-სა და 2021-ში, სხვადასხვა პერიოდში, მთავრობის გადაწყვეტილებით ხდებოდა სხვადასხვა კატეგორიის სუბსიდირება, თუმცა, ყოველთვის სუბსიდია მიბმული იყო მოხმარებული კილოვატების ოდენობაზე, რაც საბოლოო ჯამში, ნაპირობებული იყო რთული ეკონომიკური ვითარებით, იყო პანდემიის პიკი და, რა თქმა უნდა, გამართლებული იყო, მაგრამ ზოგადი ხედვა არის ის, რომ ასეთი სუბსიდია მეტად უფრო ადრესირებული უნდა იყოს სწორედაც იმ მოსახლეობისკენ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და ვისაც ეს ყველაზე მეტად წაადგება“, – განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, წელს მთავრობამ უარი თქვა ისეთ სუბსიდიაზე, რომელიც მოხმარებულ კილოვატებზეა მიბმული, რადგან დაცული არ იყო სოციალური სამართლიანობის პრინციპი და ტარიფი ერთნაირად უსუბსიდირდებოდათ როგორც შეძლებულ, ისე გაჭირვებულ ადამიანებს.

„ჩვენი სოციალური პოლიტიკა ენერგეტიკის დარგში და კონკრეტულად, ტარიფების სუბსიდირება, ამიერიდან გახდა უფრო მიზნობრივი: მოხმარდება იმ ადამიანებს, ვისთვისაც უფრო მეტად მნიშვნელოვანია. 

მთელი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც აქვთ 150 000 და ნაკლები ქულა, და ასეთია დაახლოებით მილიონი ადამიანი საქართველოს მასშტაბით, ტარიფის გაძვირება, რომელიც მოხდა 2020 წლის დეკემბერში, დაუსუბსიდირდებათ სრულად, პირველი 200 კილოვატ-საათის ფარგლებში. 

როგორც წესი , ეს ადამიანები დაახლოებით 200 კილოვატს მოიხმარენ თვეში. მეტიც რომ მოიხმარონ, პირველი 200 კილოვატის ფარგლებში დაუსუბსიდირდებათ ტარიფის ნამატი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ. 

ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება 2020 წლის დეკემბერში მიიღო - საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის ტარიფი 3.5 თეთრით გაიზარდა. 2021 წლის განმავლობაში ამ ფასნამატს სახელმწიფო სუბსიდია ფარავდა. 

რაც შეეხება მოქმედ სამომხმარებლო ტარიფებს, თბილისში, მათთვის, ვინც თვეში 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 18.041 თეთრია (2020 წელს 14.544 იყო), 101-301 კვტ.სთ მოხმარებისთვის 22.053 თეთრს შეადგენს (18.556 იყო), ხოლო 301 კვტ.სთ-ზე მეტი მოხმარებისთვის – 26.537 თეთრია (23.040 თეთრი იყო). რეგიონებში ტარიფები, შესაბამისად, 17.731 თეთრი, 21.707 თეთრი და 26.227 თეთრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]