weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების წინააღმდეგ კრიპტოვალუტების დარეგულირებას აპირებს 

17:39 ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტების ბაზრის დარეგულირებაზე მუშაობს. როგორც ლეჟავამ bm.ge-სთან ინტერვიუში განმარტა, რეგულაციები მხოლოდ ფულის გათეთრების მიმართულებას შეეხება. 

„კრიპტოვალუტების განვითარების კუთხით უფრო მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი მხრიდან ე.წ. AML ანუ ფულის გათეთრების რეგულაციის შემუშავება. დღეს მსოფლიოში ყველგან მიდის ამაზე მუშაობა – ამერიკამ უკვე გამოსცა გარკვეული რეკომენდაციები, როგორ უნდა მოხდეს ამ ბაზრის რეგულირება და ჩვენც ვმუშაობთ, რომ მხოლოდ ფულის გათეთრების მიმართულებით მოხდეს ბაზრის რეგულირება. ეს ერთის მხრივ, შეიძლება შემზღუდველი იყოს გარკვეული სავაჭრო პლატფორმებისთვის ან პირიქით, ზოგიერთ მოთამაშეს მიეცეს მეტი სითამამე, რადგან ფულის გათეთრების კუთხით კითხვები ნაკლებად იქნება და გარკვეული სტანდარტი დაწესდება. აქ უფრო თამამად შეიძლება მოხდეს კრიპტოვალუტების განვითარება“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აგრძელებს მუშაობას ციფრულ ლარზე და საპილოტე ეტაპი სავარაუდოდ 2022 წლის განმავლობაში განხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]