weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოქალაქეები მთავარ გამოწვევებად კვლავ სიღარიბეს, ფასების ზრდას და უმუშევრობას ასახელებენ

13:18 ხუთშაბათი, 27 იანვარი 2022

სიღარიბე, ფასების ზრდა და სამუშაო ადგილები – ეს ის სამი საკითხია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად აწუხებთ. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოქალაქეები თანხმდებიან ქვეყნის მთავარ გამოწვევებსა და ძირითად ეკონომიკურ პრობლემებზე პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად.

შეკითხვაზე, რომელი ეროვნული დონის საკითხებია თქვენთვის და ტქვენი ოჯახებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა:

სიღარიბე – 32%

ფასების ზრდა/ინფლაცია – 32%

სამუშაო ადგილები – 29%

ტერიტორიული მთლიანობა – 16%

პენსიები – 13%

განათლება – 11%

ხელფასები – 11%

სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება – 9%

კორონავირუსი – 6%

ადამიანის უფლებები – 4%

კორუფცია – 3%

ნატოში გაწევრიანება – 2%

გარემოს დაცვა – 2%

ევროკავშირში გაწევრიანება – 2%

კრიმინალი – 2%

რუსეთთან ურთიერთობა – 2%

სასამართლო სისტემა – 2%

სხვა (უმეტესად დასახელდა „რელიგია“, „ეკონომიკა“, „კულტურა, ღირებულებები“ და „პოლიტიკური სიტუაცია) – 14%

არ ვიცი – 8%

NDI-ის კველვის მიხედვით, მოქალაქეები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებთან მიმართებაში პროგრესს ვერ ხედავენ. ისინი ფიქრობენ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში სიღარიბესთან, კრიმინალთან, ტერიტორიულ მთლიანობასთან და განათლებასთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა.

კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, CRRC-საქართველომ 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4%-ია. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]