weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასში“ 1 დეკემბრიდან 31 იანვრამდე პერიოდს შეამოწმებს

14:54 ხუთშაბათი, 03 თებერვალი 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიასა“ („თელმიკო“) და სს „თელასს“ შეამოწმებს. შემოწმების დასრულების ბოლო ვადად 3 მარტი განისაზღვრა.

სემეკის სპეციალური ჯგუფის მიერ 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდი შემოწმდება.

„შემოწმდება თუ როგორ ხდება მონაცემების აღება, ბილინგის (მონაცემთა ერთანი ბაზა) ბაზაში შეყვანა, რამდენად გამართულია თვითონ აღრიცხვის კვანძები, ანუ მრიცხეველები, როგორ ხდება შემდეგ დარიცხვა, ქვითრის გაგზავნა. ერთი სიტყვით, დარიცხვასთან და ანგარიშსწორებასთან დაკაშირებული საკითხები იქნება მთლიანად შემოწმებული“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

სემეკის სხდომაზე, ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვიოლმა თქვა, რომ რამდენიმე ათეული განცხადების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს აღრიცხვიანობის დარღვევაზე. 

„თელასის“ წარმომადგენლის, მიხეილ ანთაძის განცხადებით, კომისიის მუშაობას ყველანაირად შუეწყობენ ხელს.

„იმედს გამოვთქვამთ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ჩავაცხროთ ის, პირდაპირ ვიტყვი, ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც სახეზე გვაქვს. კომისია დარწმუნდება, რომ სისტემური პრობლემები არ გვაქვს და შესაძლოა იყოს ერთეული შემთხვევები, რომლებიც ოპერატიულად სწორდება“, – განაცხადა ანთაძემ. 

სემეკში სპეციალური ჯგუფის შექმნას მიესალმა „თელმიკოს“ წარმომადგენელი ნიკოლოზ გულიაშვილიც. 

დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]