weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა 

14:03 ოთხშაბათი, 09 თებერვალი 2022

ნათია თურნავამ, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თურნავა „გუნდის წევრად“ რჩება და მას თავისი გეგმები აქვს.

ეკონომიკის უკვე ყოფილი მინისტრის თქმით, გასული სამი წელი რთული იყო, თუმცა შეიქმნა მყარი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღდება და სწრაფად განვითარდება.

„ეს სამი წელი არ იყო მარტივი – ძალიან საპასუხისმგებლო, საპატიო, მაგრამ რთული იყო. მე მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ძალები. ჯერჯერობით ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის. თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას ლევან დავითაშვილი დაიკავებს. დღემდე, დავითაშვილი ვიცე-პრემიერი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]