weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საპენსიო სესხების მაქსიმალური განაკვეთი დაიწევს და 26% იქნება

16:04 პარასკევი, 11 თებერვალი 2022

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც ახალი პირობებით გასცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.

კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ მომსახურება, რომელსაც ჩვენი პენსიონერები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში იღებენ, გაუმჯობესდეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, ეროვნულ ბანკთანაც შევჯერდით, რომ მაქსიმალური ზღვარი განისაზღვროს საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილ სესხზე და ეს მიბმული იყოს ფულის ღირებულებაზე. ეს არის სამართლიანი პირობა ბანკებისთვის. დღევანდელი მოცემულობით განსაზღვრული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 26% იქნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კომისიის სხდომას პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე და პარლამენტარი ალეკო ელისაშვილიც ესწრებოდა. 

„ერთი, რაც არის გადაწყვეტილი, არის ის, რომ დღეს რომ „ლიდერთი ბანკი“ 36%-ში აძლევს პენსიონერებს სესხს, ჭერი იქნება 26%“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო, თუმცა გააგრძელებენ ბრძოლას იმისთვის, რომ პენსიონერს ჰქონდეს უფლება თავად აირჩიოს ბანკი, სადაც საპენსიო მომსახურებას მიიღებს. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განისაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, შერჩეულ ბანკს სახელმწიფო 15 მილიონი ლარით „შეეხიდება“. ზარქუას ინფორმაციით, საპენსიო სესხების ახალი პირობებით გაცემა 2023 წლის იანვრიდან დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]