weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსული VTB ბანკი საქართველოში მუშაობას აგრძელებს და გადახდისუნარიანია

13:02 პარასკევი, 25 თებერვალი 2022

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) აცხადებს, რომ „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შეიმუშავა სანქციების დაწესების შემთხვევისთვის სამოქმედო გეგმა და შედეგად, ბანკი გადახდისუნარიანია და მუშაობას აგრძელებს.

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ რუსეთის ფედერაციის სიდიდით მეორე VTB ბანკის ჯგუფის წევრია. 

„ბოლო დღეებში უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსულ ფინანსურ სისტემას, მათ შორის „ვითიბი ბანკის“ ჯგუფს და მის წევრ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სანქციები დაუწესა. აღნიშნული, აქამდე დაწესებულ სანქციებთან ერთად, გულისხმობს რუსული მსხვილი ბანკებისათვის დოლარში, ევროში, ფუნტსა და სხვა ვალუტებში ოპერაციების შეზღუდვას, რომელიც 26 მარტიდან სრულად ამოქმედდება.

პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე შემუშავებული ჰქონდა სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა. შედეგად, როგორც ბანკი, ისე სებ-ი დღევანდელი სიტუაციისთვის სრულიად მზად არის. 

ბანკი გადახდისუნარიანია და მისი მეანაბრეების ინტერესები სრულად არის დაცული. სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, აღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, აგრძელებს ოპერირებას“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

დამატებითი ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი მზად არის „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ შესაბამისი ფინანსური რესურსით უზრუნველყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]