weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

რუსეთის მოქალაქეებს, „თუ რეჟიმს გამოურბიან“, საქართველოში ბიზნესის კეთება შეეძლებათ

14:19 ორშაბათი, 07 მარტი 2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც რეჟიმს გამოურბიან, საქართველოში ბიზნესის კანონიერად კეთების საშუალება ექნებათ.

დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებმა დავითაშვილს ჰკითხეს – განიხილება თუ არა რუსეთის მოქალაქეებისთვის დამატებით რაიმე შეზრუდვის დაწესება, მათ შორის, ბიზნესის წარმოებაზე ან უძრავი ქონების ყიდვაზე.

„საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი თავისუფლების კუნძული რეგიონში, რომელიც ბევრი ქვეყნის მოქალაქისთვის, მათ შორის, ჩვენი სამეზობლოდან, ალბათ საინტერესოა იმ კუთხით, რომ ადამიანებმა თავისუფალ რეალობაში შეძლონ საქმის კეთება, რისთვისაც საქართველო ყოველთვის იყო და არის გახსნილი. ათწლეულებია, ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, რომ მოვიზიდოთ მეტი ადამიანი საქმიანობისთვის და ასეთი გახსნილი, ლიბერალური და მათ შორის, სავაჭრო რეჟიმი გვაქვს, ზოგადად, ქვეყანას. 

ამიტომ ადამიანები, თუ რეჟიმს რეალურად გამოურბიან და ცდილობენ, რომ თავისუფალ გარემოში აკეთონ საქმე, ეროვნების მიუხედავად – იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ტოლერანტობა ყოველთვის ეგეთი იყო, რეალურად, რომ ჩვენ ეროვნების მიუხედავად ან სხვა ნებისმიერი მახასიათებლის მიუხედავად (ეს იქნება რელიგია თუ სხვა), მივცეთ ადამიანებს სწორად, ლეგალურად და კანონის შესაბამისად საქმის კეთების საშუალება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა „მაკონტროლებელი ორგანო ფხიზლად უყურებს“ იმას, რომ საქართველოში არ მოხვდნენ სანქცირებული პირები და სანქცირებული პირების ბიზნესები იყოს მიკვლევადი. 

„საქართველოში შემოვლენ პირები, რომელთაც ექნებათ სუფთა „რეკორდი“. მკაცრად აკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ფიზიკურ პირებს, რომლებიც საქართველოში იმსახურებენ შემოსვლას. ასევე, საქართველოში საქმიანობა შესაბამისობაში იქნება ჩვენს საკანონმდებლო მოთხოვნებთან და იმ საერთაშორისო გადაწყვეტილებებთან, რომლებიც არსებობს. გვესმის, რომ სიტუაცია მგრძნობიარეა, ამიტომ ყურადღება ჩვენი მხრიდან უფრო გაზრდილია და ასე გავაგრძელებთ მუშაობას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]