weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ჩვენი კომპანიებისთვის შესაძლებლობაა მეტი წარმოება დაგეგმონ – მინისტრი რუსეთში ექსპორტზე

15:18 ორშაბათი, 07 მარტი 2022

საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა დღეს განმარტება გააკეთეს 15 ქართული კომპანიისთვის რუსეთსა და ევრაზიული კავშირის სხვა ქვეყნებში რძისა და რძის პროდუქტების შეტანის ნებართვის მინიჭებაზე.

ლევან დავითაშვილმა და ოთარ შამუგიამ განაცხადეს, რომ რუსეთში ექსპორტზე მუშაობა 2020 წელს, კონკრეტული კომპანიების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, კონკრეტული კომპანიების მომართვის საფუძველზე, 2020 წელს დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა. ამის შემდეგომ, ჩვენ, ამ პროცესისთვის საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის მიწოდების გარდა, არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია. ცალსახად მინდა განვაცხადო - რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი რუსეთის მხრიდან, რომ ამ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება  ეს ბაზარი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელსა და რუსულ მხარეს შორის კომუნიკაცია შედგა რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარის ინიციატივით და მომართვით, რომ ისინი მზად არიან დაუშვან ეს 15 კომპანია. 

ეს ჩვენი კომპანიებისთვის არის შესაძლებლობა, რომ მათ უფრო მეტი წარმოება დაგეგმონ, ბოლომდე ამუშაონ თავისი სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, თუმცა არ საასახელა, რომელმა საწარმოებმა გამოთქვეს რუსეთში ექსპორტის სურვილი.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვარაუდობს, რომ ამ საკითხზე „აჟიოტაჟი“ ინფორმაციის ნაკლებობამ განაპირობა. 

„მით უმეტეს, ომის პირობებში, საქართველოს დამატებით ამ საკითხზე არ მიუმართავს. ამ საკითხზე მიმართვა იყო კერძო კომპანიების მხრიდან, მათ აინტერესებდათ ახალ ბაზარზე გასვლა“, – აღნიშნა დავითაშვილმა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ხოლო რაც შეეხება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები ამ ეტაპზე არსებობს.

„ჩვენ ვალდებული ვართ, ყველა კონკრეტულ შეთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილება მივიღოთ ჩვენი მოქალაქეების, ფერმერების, მეწარმეების ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ორი დღის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის სამსახურის („როსსელხოზნადზორი“) წარმომადგენლის კომენტარი, რომლიც ამბობდა, რომ საქართველოს 15 საწარმოს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში რძისა და რძისგან დამზადებული პროდუქტების შეტანის უფლება მიეცა. ამასთან, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენელმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება 5 მარტს, „როსელხოზნადზორის“ ხელმძღვანელს, სერგეი დანკვერტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, ზურაბ ჩეკურაშვილს შორის მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]