weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2024

ლარი დოლართან 12.47 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 7.67 თეთრით

18:34 ორშაბათი, 07 მარტი 2022

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 12.47 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში – 7.67 თეთრით. 

შედეგად დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3991 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2744 ლარი იყო. ევროს კურსი ხვალიდან 3.6802 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.6035 ლარს შეადგენდა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურების ობიექტური ფაქტორები არ არსებობს. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ვალუტის კურსის შენარჩუნებას „სიმშვიდე“ სჭირდება.

„დღეს ობიექტური ფაქტორები არ არის, რომ ლარი უფასურდებოდეს, ძირითადად ემოციური ფაქტორებია. ამას მხოლოდ ფინანსური ინსტიტუტები ან მხოლოდ ეროვნული ბანკი ვერ გააკეთებს, დარწმუნებული ვართ, მთელი საზოგადოება მოვახერხებთ იმას, რომ ლარი თავის წონასწორობის ნიშნულს ნახავს. ეს მერყეობა დასტაბილურდება და ლარის კურსი მშვიდ რეჟიმში იქნება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ, 8 მარტს შევა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]