weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხომ არ დადგა დრო, რომ „Мир-ის“ სისტემას შევუერთდეთ? – ინჯია

14:45 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ წევრი, ფრიდონ ინჯია ფიქრობს, რომ საქართველო რუსულ გადახდის სისტემას Мир უნდა შეუერთდეს. ამაზე მან დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

როგორც დეპუტატმა თქვა, ამ საკითხზე სამსჯელოდ სახელმწიფო კომისია უნდა შეიქმნას. ინჯია მიიჩნევს, რომ რუსულ სისტემასთან მიერთება „ქვეყნას ფეხზე დააყენებს“ და გაამაგრებს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს.

„თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება, ხორბლის და საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვადასხვა ქვეყანამ, მათ შორის, ჩინეთმა, „Мир-ის“ სისტემას შევუერთდეთ? და ამითი ის გადარიცხვები, რუსული მანეთი რომ იქნება და 34 მილიონ დოლარს რიცხავდნენ ქართველები საქართველოში, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს. 

ჩვენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში ვაძლევთ ხმას რუსეთის წინააღმდეგ, კი ბატონო, მაგრამ ეს არის ბიზნესი და ეს არის ფული, რომლითაც შეიძლება ჩვენი მოსახლეობა ფეხზე დადგეს და ის გადარიცხვები, რაც მოდის იქიდან, შევინარჩუნოთ, და ხორბალი, რომელიც ორი თვის მარაგიაო, როგორც გავიგე, ოქროს ფასი არ დაგვიჯდეს და ის ნავთობი, რომლის 40% რუსეთიდან მოდის. გადავიდეთ და დავიწყოთ ამ მხრივ მოლაპარაკება, რომ ფეხზე დავდგეთ და რაღაც მოგება მივიღოთ ჩვენი ჭკუით და გაგებით“, – განაცხადა ინჯიამ.

დეპუტატის თქმით, ეს „სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაბიჯებია“. 

„Мир“ რუსეთის ეროვნული გადახდის სისტემაა, რომლის ბაზაზე გაცემული საბანკო ბარათით მომსახურების თუ პროდუქტების საფასურის რუბლებით გადახდა და თანხის განაღდება რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ, ზოგიერთ ქვეყანაშია შესაძლებელი. „Мир“-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ბარათები გამოიყენება თურქეთში, ვიეტნამში, უზბეკეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში და ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (ე.წ. სამხრეთ ოსეთი). 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]