weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დისტრიბუციის ასოციაცია: ბაზარზე პროდუქციის დეფიციტი არ შეინიშნება 

17:32 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022

საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განაცხადა, რომ სავაჭრო ქსელებში პროდუქციის მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება. ჭყონიას თქმით, ჭარბი შესყიდვები ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.

„ბაზარზე, ამ ეტაპზე, ნამდვილად სტაბილური ვითარებაა. ის, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეული პროდუქციის დეფიციტი შეინიშნებოდეს, ნამდვილად არ არის. შესაძლოა, გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებით ჩავარდნები იყოს, რა გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან. შესაბამისად, თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი არ დახვდა მომხმარებელს დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება. ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, – განაცხადა ივა ჭყონიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ.

„რითეილ ასოციაციის“ თავმჯდომარის, მირანდა მანჯგალაძის თქმით, „პანიკური შესყიდვების“ მიზეზი დღეს არ არსებობს.

„დღეს იყო შეხვედრა იმპორტიორებთან, მომწოდებლებთან, დისტრიბუტორებთან, რომლებმაც თქვეს, რომ მარაგები აქვთ და მოწოდების პრობლემა არ ექნებათ. გუშინ, 8 მარტს, ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა შაქარი, მარილი, შაქარი, წარმოიშვა დეფიციტი. ეს გარკვეულწილად გამომდინარეობს იქიდან, რომ დასვენების დღე იყო და რეალურად, დისტრიბუცია და დისტრიბუტორები ისვენებდნენ“, – განაცხადა მირანდა მანჯგალაძემ.

თბილისსა და რეგიონებში, ქსელურ მაღაზიებში დახლები ცარიელდება. გაზრდილია მოთხოვნა ფქვილზე, ზეთზე, შაქარზე, მარცვლეულსა და ბურღულეულზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]