weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

„რიყის დოქები“ 10 020 000 ლარად გაიყიდა

18:28 ხუთშაბათი, 24 მარტი 2022

თბილისში, რიყის ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. რიყის დოქები აუქციონზე 10 020 000 ლარად გაიყიდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა კომპანია Global Victory Trust-მა შეიძინა.

აუქციონი 10 მარტს დაიწყო და დღეს, 24 მარტს დასრულდა. ქონების საწყისი ღირებულება 10 მილიონი ლარი იყო, ვაჭრობის ბიჯი კი 20 000 ლარს შეადგენდა.

აუქციონის პირობების მიხედვით ობიექტის მესაკუთრე ვალდებული იქნება 3 წლის ვადაში, ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოაწყოს, რისთვისაც არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

„რიყის დოქები“ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა. 2012 წელს 75 მილიონ ლარად აშენებული შენობა აუქციონზე პირველად 2020 წლის იანვარში, 95 მილიონი ლარად გაიტანეს. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე აუქციონი გამოცხადდა და ქონების საწყისი ფასიც გაცილებით ნაკლები იყო, თუმცა „რიყის დოქები“ არავინ იყიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]