weather cur horoscope tv
დეკემბერი 03, 2024

ტურისტულ სექტორს 2021 წლის ქონების გადასახადი ჩამოეწერება

13:02 ორშაბათი, 04 აპრილი 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ტურისტულ სექტორს 2021 წელს ქონების გადასახადი ჩამოეწერება.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობამ შეისწავლა ამ სექტორში არსებული პრობლემები და რადგან კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი, მათ შორის სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრია, დაზარალდა, ისინი 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება ამ სექტორისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ დეტალებზე ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ისაუბრებენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეფასებით, 2021 წელი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით. საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 1 244 941 717 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2019 წელთან (პანდემიამდე პერიოდთან) შედარებით, 2021 წელს შემოსავლების 38% აღდგა. 2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1 577 463 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა. 2019 წლის მონაცემთან შედარებით, გასულ წელს ტურისტული ვიზიტების 31% აღდგა, 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]