weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

„პურის მრეწველთა კავშირი“ პურის დაახლოებით 20 თეთრით გაძვირებას პროგნოზირებს

14:06 შაბათი, 16 აპრილი 2022

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, თუ რუსეთიდან კვლავ გაძვირებული ფქვილი შემოვა. ამ საკითხზე დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ თონის პური 10 თეთრით უკვე გაძვირდა.

„მარტის ბოლოს, 20 მარტიდან, როდესაც დიდთოვლობა დაიწყო, ლარსის საბაჟო ჩაიკეტა და მანქანების 30-კილომეტრიანი რიგი დადგა. დაახლოებით ათი დღე იყო ჩაკეტილი. პურის მრეწველები ძირითადად აქაური წისქვილებითაც სარგებლობდნენ, თუმცა ძალიან ბევრი დამოკიდებული იყო იმ ფქვილზე, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა. ამ ფქვილის, 50-კილოგრამიანი ტომარის ღირებულება იყო 65-დან 70 ლარამდე.

მარტის შემდგომ, როდესაც საბაჟო გაიხსნა და ფქვილი შემოვიდა, მისი ღირებულება დაფიქსირდა 75 ლარი. ადგილობრივი ფქვილი, რომელიც ჩვენს წისქვილებში მზადდება, ერთი ტომარა 80 ლარი ღირს.

ამას თუ დავუმატებთ იმ გადასახადებს, რაც ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს, წყალს, ხელფასს, დისტრიბუციას სჭირდება – ეს ყველაფერი ფასებში ფოკუსირდება. დავინახეთ, რომ დღის წესრიგში დადგა იმის საჭიროება, ფასწარმოქმნა გადაიხედოს. ზუსტად ვერ გეტყვით, როგორ შეიცვლება, მაგრამ ფასის გადახედვა აუცილებლად მოხდება. ჩვენი გადაანგარიშებით, ეს მოიცავს დაახლოებით 20 თეთრის ფარგლებს. რუსეთიდან თუ უფრო დაბალი ფასის ფქვილი შემოვიდა, სადღაც 70 ლარად ტომარა, ის ამ ფასს შეგვანარჩუნებინებს. თუ ისევ შემოვიდა 75 ლარად, მაშინ ფასის ცვლილება საჭირო გახდება“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისივე თქმით, არსებული ფასები სავარაუდოდ მაისიდან გადაიხედება.

„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო ფქვილის მხოლოდ 10-15% აწარმოებს, დანარჩენი 90-85% კი ექსპორტირებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]