weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთაში ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისთვის წელს 25 მლნ ლარი გამოიყოფა

16:51 სამშაბათი, 19 აპრილი 2022

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს, 19 აპრილს, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც განიხილეს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2022 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის თანხები განაწილდება.

მთავრობის ინფორმაციით, გეგმის მიხედვით, 2022 წელს 20 მილიონი ლარია გამოყოფილი შესაბამისი ინფრასტრუქტურული და სასოფლო-სამეურნეო პროექტებისთვის, ხოლო დაახლოებით 5 მილიონი ლარი გამოიყოფა მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი“ და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა.

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომაზე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ღონისძიებებზეც იმსჯელეს.

სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021-2023 წლების განმავლობაში დაგეგმილია 968.5 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები მაღალმთიანი დასახლებების, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური მხარდაჭერის მიზნით, რაც 29%-ით აღემატება წინა პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთავრობის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1801 დასახლებას აქვს მინიჭებული, რაც საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 49%-ია. აპრილის მონაცემებით, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსით სარგებლობს დაახლოებით 262 000 ადამიანი, 497 საწარმოს კი მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი აქვს.

„ბოლო 6 წლის განმავლობაში მაღალმთიანი დასახლებების მხარდასაჭერად მიიმართა დაახლოებით 1.16 მილიარდი ლარი. აქედან, დაახლოებით 402.7 მილიონი ლარი დაიხარჯა სოციალურ შეღავათებზე. 2021 წელს სოციალურ შეღავათებზე დაახლოებით 96.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 2020 წელს ამ მიმართულებით გაწეულ ხარჯებს 19%-ით აღემატება“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]