weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

სანქციების გამო „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ქარხნები დაიხურა

15:33 პარასკევი, 29 აპრილი 2022
სააგენტო „როიტერის“ ფოტო სააგენტო „როიტერის“ ფოტო

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების გამო, მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი ორივე ქარხანა მუშაობას დროიებით აჩერებს. ამის შესახებ კომპანია IDS Borjomi Georgia-მ დღეს განაცხადა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდნენ.

„კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი“, – აცხადებს IDS Borjomi Georgia, რომელიც საქართველოში 1000-მდე ადამიანს ასაქმებდა.

IDS Borjomi Georgia მინერალური წყლების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიის IDS Borjomi International-ის ნაწილია, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური და საინვესტიციო კონსორციუმის, Alfa Group-ის შემადგენლობაშია. Alfa Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია, რომლის წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს. ფრიდმანი რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო ბანკის Alfa Bank-ის წილების 32.9%-ს ფლობს. აპრილის დასაწყისში, Alfa-Bank-ი ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებს დაექვემდებარა, რაც ბანკის აქტივების გაყინვას, აშშ-ის მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ამ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის აკრძალვას, ასევე დოლარის ანგარიშების დაბლოკვას და დოლარის სისტემიდან იზოლაციას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]