weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2%-ით, პურპროდუქტები კი 28.8%-ით გაძვირდა

12:42 სამშაბათი, 03 მაისი 2022

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, აპრილში წლიურმა ინფლაციამ 12.8% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათისა და ტრანსპორტის გაძვირებამ.

აპრილში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 21.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.77 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 46.2%
  • პური და პურპროდუქტები –28.8%
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 24.1%
  • ზეთი და ცხიმი – 20.8%
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 19.3%
  • თევზეული – 18.9%
  • რძე, ყველი და კვერცხი – 18.0%
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 17.6%
  • ხილი და ყურძენი – 14.4%
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.9%

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.4%-ით, რაც 2.7 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.1%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (10.8%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.9%).

საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიისა და ბუნებრივი აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.4%-იანი მატება, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2%) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (6.5%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]