weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პენსიონერებს ისევ „ლიბერთი“ მოემსახურება – მთავრობა აცხადებს, რომ საპენსიო სესხი გაიაფდება

18:46 ორშაბათი, 16 მაისი 2022

პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკის შესარჩევად გამოცხადებულ ტენდერში „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა. როგორც სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, სესხები, რომლებსაც პენსიონერებზე გაიცემა, რეფინანსირების განაკვეთზე იქნება მიბმული.

„დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25.8%-ია, ნაცვლად 30.6%-ისა, რომელიც ჰქონდათ.

გამომდინარე იქიდან, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინები გვაქვს, ეს განაკვეთიც მნიშვნელოვნად შემცირდება და ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუიაფდებათ პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები“, – განაცხადა აზარაშვილმა.

ტენდერში მხოლოდ „ლიბერთი ბანკი“ მონაწილეობდა. ის პენსიონერებს 2023 წლიდან შემდეგი 7 წლის განმავლობაში მოემსახურება.

„შემოვიდა ფასის კომპონენტი, ანუ გარდა იმისა, რომ გარკვეულ თანხას იხდის სახელმწიფო ამ გასაცემლების დარიგებაში, დაადგინეს ჭერი, რომლის ფარგლებშიც უნდა იყოს გაცემულ სესხებზე განაკვეთი. დღევანდელი ფასით რომ ვთქვათ, ეს მიბმულია ბანკთაშორის ექვსთვიან განაკვეთზე და პლიუს 15% შეიძლება იყოს მარჟა და ჯამში ეს გამოდის 26%-მდე. ბუნებრივია გარკვეულწილად შემცირება მოხდება“, – ამბობს „ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი, ვაჟა მენაბდე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]