weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთში ღვინის კომპანიები საფერავში 2.30 ლარს იხდიან

18:16 ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2017

კახეთში საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 1.50-დან 2.30 ლარამდე მერყეობს. კომპანია „ქართული ტრადიციული მეღვინეობა“ ქინძმარაულის მიკროზონის საფერავს 2.30 ლარად იბარებს, ახაშენსა და მუკუზანში, მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ფასი -1.80 ლარია, ჩვეულებრივი საფერავი კი 1.70 ლარი ღირს. იგივე კომპანია რქაწითელს (სასპირტე) 70 თეთრად ყიდულობს, კახურ მწვანეს - 1.30 ლარად.

2.30 ლარად იბარებს ქინძმარაულის მიკროზონის საფერავს გურჯაანში „დუგლაძეების ღვინის კომპანია“. ჩვეულებრივ საფერავში აღნიშნული საწარმო 1.50 ლარს იხდის, რქაწითელში - 75 თეთრს.

თელავში, კომპანია „თელიანი ველი“  ქინძმარაულის მიკროზონის საფერავს 2.20 – 2.25 ლარად იბარებს, ახაშნისა და და მუკუზნის მიკროზონისას - 1.75 ლარად,  ჩვეულებრივ საფერავს კი - 1.50 ლარად. კომპანიის ინფორმაციით, რქაწითელისა და კახური მწვანის მიღებას სავარაუდოდ ორ დღეში დაიწყებენ. რქაწითელის ფასი 85 თეთრი იქნება.

„რეგინფოსთან“ საუბარში კომპანია „ხაოს მარნის“ წარმომადგენელმა მაია გაგოშიძემ განაცხადა, რომ ყურძნის ჩაბარება ჯერ არ დაუწყიათ იმ მიზეზით, რომ ბაზარზე ცვალებადი ფასია. ყურძნის ფასის დარეგულირებას ელოდება თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში არსებული კომპანია „ჯიველი“. მისი წარმომადგენლის, ავთანდილ ჭარბაძის თქმით, ყურძნის ჩაბარებას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიწყებენ.

კახეთში რთველი 24 აგვისტოს დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, წელს ინდუსტრიულად დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდება.

13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 25 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული. ამ დროისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში 82 კომპანიაა ჩართული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 3.4 ათას ტონას გადააჭარბა.

მთავრობის გადაწყვეტილებით წელს კახეთში ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ ღვინის ის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით, რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშის 1 კილოგრამ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]