weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქსტატი: უმუშევრობის დონე შემცირდა და 19.4% შეადგინა

12:53 პარასკევი, 20 მაისი 2022

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 19.4% შეადგინა. დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, იანვარ-მარტში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6%-ით გაიზარდა და 49.9%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5%-ით გაიზარდა და 40.2% შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.8%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.7%-ით არის გაზრდილი.

„დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.2 და 2.9 პროცენტული პუნქტით“, – აცხადებს საქსტატი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. კაცების უმუშევრობის დონე 21.4%-ს შეადგენს, ხოლო ქალების – 18.6%-ს.

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 39.1%-ს, ხოლო კაცებში 62.5%-ს შეადგენდა.

იანვარ-მარტში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 68.1% იყო, ხოლო თვითდასაქმებულთა წილი – 31.9%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]