weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაისში წლიური ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა

12:52 პარასკევი, 03 ივნისი 2022

საქსტატმა მაისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ თვეში წლიური ინფლაციის დონემ 13.3% შეადგინა. აპრილში წლიური ინფლაცია 12.8% იყო, ხოლო მარტში – 11.8%.

მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ფასების ცვლილებამ. ამ ჯგუფში ფასები 22%-ით გაიზარდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88%-ით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული – 51.1%

პური და პურპროდუქტები – 34.5%

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 23.5%

ხილი და ყურძენი – 23.3%

თევზეული – 19.4%

ზეთი და ცხიმი – 17.7%

ყავა, ჩაი და კაკაო – 16.8%

რძე, ყველი და კვერცხი – 16%

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 15.4%

ხორცი და ხორცის პროდუქტები – 9.6%

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20%, რაც 2.42%-ით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2%), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3%).

საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიისა და ბვუნებრივი აირის ჯგუფში ფასების 16.1%-იანი მატება დაფიქსირდა, რაც 1.67%-ით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (28.2%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.6%), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2%).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]