weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ბორჯომის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნების პიკეტირება დაიწყეს

10:39 ორშაბათი, 06 ივნისი 2022
ფოტო: Mariam Alikhanashvili / Facebook ფოტო: Mariam Alikhanashvili / Facebook

მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელი N1 და N2 ქარხნის შესასვლელები გაფიცულმა და სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა გადაკეტეს. დასაქმებულთა ნაწილი, ძირითადად ადმინისტრაციისა და ლაბორატორიის თანამშრომლები, სამუშაო ადგილზე სამართალდამცველების დახმარებით შევიდნენ, ნაწილმა კი შესვლაზე უარი თქვა.

„თუ სინდის-ნამუსი აქვს ვიღაცას შერჩენილი, ჩვენს გვერდით უნდა დადგეს. ერთეულები არიან დარჩენილი და მათ მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა გაფიცულმა.

„ბორჯომის“ თანამშრომლების გაფიცვა შვიდი დღეა გრძელდება. პროფკავშირების განცხადებით, გაფიცულია 400 ადამიანი. ისინი უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას, კუთვნილი ხელფასების ჩარიცხვას, ძველ შრომით ხელშეკრულებებზე დაბრუნებას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნაა ხელფასის 25%-იანი ზრდა და სამსახურიდან ადმინისტრაციის იმ წარმომადგენლების გათავისუფლება, ვინც „იძულებაში, შანტაჟსა და მუქარაში არიან მხილებულნი“.

კომპანია IDS Borjomi Georgia-მ აპრილში განაცხადა, რომ უკრინაში ომის დაწყებისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, იძულებულნი იყვნენ, მუშაობა გაეჩერებინათ. კომპანიამ დასაქმებულებს ახალი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, ხოლო ისინი, ვინც გაუარესებულ პირობებს არ დაეთანხმნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

IDS Borjomi Georgia საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის ნაწილია, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური და საინვესტიციო კონსორციუმის, Alfa Group-ის შემადგენლობაშია. Alfa Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია, რომლის წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესეს.

 

ამ თემაზე:

გაფიცვა ბორჯომში: „ხელფასების გაზრდის მოთხოვნა წარმოების პროცესის დაზიანების მცდელობაა“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]