weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2022

სავარაუდოდ რთველის სუბსიდირება მოგვიწევს – მეხუზლა

11:06 სამშაბათი, 07 ივნისი 2022

მთავრობა რთველის სუბსიდირებას სავარაუდოდ წელსაც მოახდენს. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ BMG-სთან განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსების ზუსტი სქემა ჯერჯერობით შემუშავებული არ არის და რამდენიმე ვარიანტი მუშავდება.

„ამ ეტაპზე, ძალიან გვინდა, რომ არ ჩავერიოთ წითელი ყურძნის [საფერავი] კომპონენტშიც, რომლის რეალიზებაც რამდენიმე წელია თავისუფალ ბაზარზე ხდება. რაოდენობიდან და ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, თეთრ ყურძენში [რქაწითელი] ჩარევა მოგვიწევს. [ჩარევა ნიშნავს] მათ შორის, სუბსიდიას. მოგეხსენებათ, გარკვეული რაოდენობით არაკონდიცირებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო იბარებდა. ზუსტ სქემებზე ჯერჯერობით პასუხი არ მაქვს“, – უთხრა მეხუზლამ BMG-ის.

გასულ წელს რთველის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 138 მილიონი ლარის სუბსიდია გამოიყო. ღვინის საწარმოებს მევენახეებისგან რქაწითელი 90 თეთრად უნდა ჩაებარებინათ. სახელმწიფო სუბსიდია ერთ კილოგრამზე 35 თეთრს შეადგენდა.

2021 წელს მთავრობამ რთველის სუბსიდირების გადაწყვეტილება ყურძნის ჭარბი მოსავლითა და „პოსტპანდემიური სიტუაციით“ დაასაბუთა. აღსანიშნავია, რომ რთველი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დაემთხვა.

 

ამ თემაზე:

რთველის სუბსიდიიდან 30 მლნ ლარი „ოცნებასთან“ დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს – TI

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]