weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თურქ ინვესტორს ოზურგეთში 89 000 კვ.მ მიწა 1 ლარად გადაეცა

16:49 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

თურქეთის მოქალაქის კუთვნილ შპს „ოზურგეთი გარმენთს“ ქალაქ ოზურგეთში, მეგრელიძის ქუჩაზე მდებარე 89 000 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საკუთრებაში პირდაპირი განკარგვის წესით, 1 ლარის საფასურად გადაეცა.

კომპანიისათვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ განკარგულება საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 31 აგვისტოს მიიღო. შპს „ოზურგეთი გარმენთმა“ საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 14 სექტემბერს მიმართა. 

განკარგულების მიხედვით, კომპანიამ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2 წლის განმავლობაში უნდა ააშენოს ჯინსის ქსოვილის მწარმოებელი საფეიქრო საწარმო, რისთვისაც 1 748 260 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. 

შპს „ოზურგეთი გარმენთი“ საჯარო რეესტრში 2017 წლის 11 ივლისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100 % წილის მესაკუთრეა ერქან ბაიქანი, დირექტორი კი მეჰმედ ჰაქან ჩობანოღლუ. ორივე მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]