weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ტურიზმის სექტორში 1200-ზე მეტი სუბიექტი ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება

19:11 ორშაბათი, 04 ივლისი 2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში) დასაქმებული მეწარმე სუბიექტები 2021 წლის ქონების გადასახადისაგან, რომლის რომლის დეკლარირებაც 2022 წელს არის გათვალისწინებული, თავისუფლდებიან.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის პირობებში, ამ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის.

შეღავათით 1200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ ლარს შეადგენს. შეღავათით სარგებლობის საქმიანობებს განეკუთვნება:

  • სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები;
  • დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები;
  • რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები;
  • სასმელებით მომსახურების საქმიანობები;
  • ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები.

საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ასევე გამოიყენება რომელიმე ზემოაღნიშნულ საქმიანობაში.

„შეღავათით სარგებლობის მიზნით, გადასახადის გადამხდელები წარმოადგენენ ქონების გადასახადის ყოველწლიურ დეკლარაციას (მათ შორის, საწარმოები/ორგანიზაციები - დაზუსტებულ დეკლარაციას), სადაც აისახება დაბეგვრისგან გათავისუფლებული შესაბამისი ქონება. ცვლილება არ ითვალისწინებს მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებას და საწარმოების/ორგანიზაციების მიერ გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელებს მოვუწოდებთ გაითვალისწინონ, რომ არასწორი ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]