იანვარ-ივნისში 262 137 ვიზიტორი (საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური) შემოვიდა თურქეთიდან. ეს 138 850-ით მეტია 2021 წლის და 237 495-ით ნაკლები 2019 წლის მონაცემებთან შედარებით.
პირველ ერთ თვეში 195 770 ვიზიტორი შემოვიდა სომხეთიდან, 84 577 – ისრაელიდან და 70 903 – უკრაინიდან.
უკრაინიდან ვიზიტები 2019 წლთან შედარებით 11 908 ნაკლებია, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33 140-ით მეტი. უკრაინიდან საქართველოს 35 475 ვიზიტორი ეწვია 2020 წელს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 625 928 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. ამავე პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 209 272 შეადგინა. 2019 წლის მონაცემებთან შედარებით ტურისტული ვიზიტები 56.8%-ით არის აღდგენილი.