weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

საქართველოში 16 მილიარდი მეტრ კუბი გაზის მარაგის არსებობა დადასტურდა

19:03 ორშაბათი, 11 ივლისი 2022

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში დადასტურდა 16 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა, რაც ქვეყნის 8 წლის მოხმარების ტოლია.

როგორც გიორგი ტატიშვილმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, ბუნებრივი აირი თბილისის მახლობლად არსებულ ჭაბურღილში დადასტურდა. ამჟამად, გაზის მოპოვების ლიცენზიას კომპანია „ბლოკ ენერჯი“ ფლობს.

„ხმელეთზე „ბლოკ ენერჯი“ ჩვენი ერთ-ერთი პერსპექტიული პროექტია, „შლუმბერჟეს“ გაბურღილ ჭაში, იმ მიმდებარე არეალში 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, საქართველოს 8 წლის მოხმარების ტოლია მთლიანად. „ბლოკ ენერჯი“ უბრუნდება ამ პროექტს, ანუ ჭაბურღილის ათვისებას უკვე დადასტურებული გეგმით. ეს, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში დაიწყება. აქ ჩასატარებელია ჰორიზონტალური ბურღვები, რათა უფრო მეტი ქანი მოიცვას და უფრო მეტი კომერციული გაზი მოიპოვოს“, – განაცხადა გიორგი ტატიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ახალი საბადოების აღმოჩენაზე არიან კონცენტრირებული, რადგან 1980-იან წლებში აღმოჩენილი საბადოები ილევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]